წესები და პირობები

გამყიდველი

ონლაინ მაღაზია Itoys.ge  – მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული ხარისხის და ბავშვისთვის უსაფრთხო სათამაშოები.

მომხმარებლის კონფიდენციალურობა

ვებ გვერდზე გაკეთებული შეკვეთის ყველა ინფორმაცია და მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემები არის დაცული და კონფიდენციალური. მონაცემები ინახება ვებ გვერდის ბაზაში და მათთან შეხება აქვს მხოლოდ და მხოლოდ გუნდის წევრებს.

ნივთის დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელი უფლებამოსილია დააბრუნოს ნივთი ან გააუქმოს შეკვეთა თუ:

  • პროდუქტი არ ემთხვევა ფოტოსურათზე გამოსახულ ნივთს
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას ან რაიმე სხვა მიზეზის გამო
  • ფერი და მახასიათებელი არ ემთხვევა ოპერატორთან დაზუსტების შემდგომ.

მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მაღაზიას შეკვეთის გაუქმების შესახებ კურიერის მოსვლამდე 1 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ავალდებულებს მომხმარებელს აანაზღაუროს საკურიერო მომსახურების ხარჯებს, რაც შეადგენს 5 ლარს.

თანხის უკან დაბრუნება

იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება შეკვეთის დასრულება, თუ ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე მოცემულ მახასიათებლებს მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს თანხის სრულად უკან დაბრუნება, თანხის უკან დასაბრუნებლად კომპანიას აქვს ერთი კვირის ვადა.

თანხის უკან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. სხვა შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება არ ხორციელდება.

მიწოდების პოლიტიკა

ნივთის მიწოდება ხდება შეძენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. კურიერული მომსახურების საშუალებით. საკურიერო მომსახურების თანხა შეადგენს 5 ლარს და იხდით კურიერთან.